ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თეა წულუკიანს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენდნენ, ხმაური იყო.
იმ დროს, როდესაც თეა წულუკიანი ტრიბუნასთან იდგა, ოპოზიციის წარმომადგენლები, თინა ბოკუჩავა, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი მასთან მივიდნენ და ბანერი გაშალეს. მოგვიანებით, აღნიშნული ბანერი ირაკლი ზარქუამ ჩამოხსნა.
შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.