პუტინთან ჩემი პირველი დატაკება მოხდა მაშინ, როცა მთხოვა, უშიშროების მინისტრად დამენიშნა ვალერი ხაბურძანია - მიხეილ სააკაშვილი
"მინდა გითხრათ, რომ პუტინის ჩემთან პირველი დატაკება მოხდა იმაზე, როდესაც მომთხოვა უშიშროების მინისტრად დამენიშნა ვალერი ხაბურძანია. თქვა, რომ ეს არის ჩვენი კაცი, მაგრამ უარი ვუთხარი, არ დავემორჩილე პუტინს, ივანიშვილმა შეუსრულა და გენერალურ პროკურორად დანიშნა "ეფესბეს“ აგენტი, რომელმაც კონტროლქვეშ აიღო სასამართლო სისტემა და პროკურატურა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.
"როდესაც პრეზიდენტობა შევწყვიტე და მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება, გენერალურ პროკურორად დაინიშნა არჩილ კბილაშვილი. კვალიფიციური იურისტი, რომელსაც დაავალეს, რომ ჩემ წინააღმდეგ აღეძრა საქმეები, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა ჩამოუყვანა ექსპერტები, რომლებიც ეძებდნენ რამე ხელჩასაჭიდს ჩემ წინააღმდეგ. როდესაც ვერაფერი იპოვეს, ხელცარიელი მივიდნენ თავის უფროსთან და უთხრეს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრა შეუძლებელია. კბილაშვილს უშვებენ, შემდეგ საიდანღაც ჩნდება ფარცხალაძე, რომელმაც აღძრა სისხლის სამართლის საქმე. ფარცხალაძე უკვე მაშინ იყო "ეფესბეს“ აგენტი.
მინდა გითხრათ, რომ პუტინის ჩემთან პირველი დატაკება მოხდა იმაზე, როდესაც მომთხოვა უშიშროების მინისტრად დამენიშნა ვალერი ხაბურძანია. თქვა, რომ ეს არის "ჩვენი კაცი“, მაგრამ უარი ვუთხარი, არ დავემორჩილე პუტინს, ივანიშვილმა შეუსრულა და გენერალურ პროკურორად დანიშნა "ეფესბეს“ აგენტი, რომელმაც კონტროლქვეშ აიღო სასამართლო სისტემა და პროკურატურა. მიუხედავად იმისა,რომ პროკურორობიდან გაათავისუფლეს, ის არის მაყურებელი... ჩვენ საქმე გვაქვს უცხო სახელმწიფოს, რუსეთის სრულ კონტროლთან - საქართველოს სასამართლო სისტემაზე, საქართველოს სამართალდამცავ სისტემაზე და ამჯერად უკვე ეროვნულ ბანკზე. პირდაპირ ფარცხალაძის გამო ააყირავეს სისტემა... მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თამაშებიც არ უნდა ვნახოთ, საქართველო ჯერ დააპაუზეს, შემდეგ უკან გადაახვიეს სწრაფი ტემპებით, ჩვენ შევაჩერებთ ამ დაპაუზებას და ძალიან სწრაფად წავალთ წინ“, - განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.