ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს სროლა - თეა წულუკიანი
მინდა გამგონმა გაიგოს - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ იყოს სროლა, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. ეს ნამდვილად ასე იქნება, მათ შორის მომავალ წელსაც, რომლისთვისაც ბრძოლა და სიტუაციის არევის მცდელობები უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო, როდესაც კდემამოსილი ქალების კოჰორტამ ალყა შემომარტყა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ისე, როგორც აქამდე ვმუშაობდით, მაგრამ ჩვენს სისტემაში არიან ადამიანები, ვისი იდენტიფიცირება ხდება, რომ ისინი გამოიყენონ ინსტრუმენტებად ამ ბრძოლაში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენდნენ, ხმაური იყო.