თეგებით ძიება

„ქვეყანა დგას უდიდესი რისკის წინაშე!..“ - ოთო აბესაძე

ეკონომისტი, ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს,რომ საქართველო უდიდესი რისკის წინაშე დგას.

„ქვეყანა დგას უდიდესი რისკის წინაშე. თუ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები დაარღვევენ საერთაშორისო სანქცირების ნორმებს, რომლის ერთ-ერთი მდგენელი და ინსტრუმენტი არის SWIFT, დიდი ალბათობით შემდეგი რეგულაციები სწორედ კომერციულ ბანკებს შეეხებათ.

მარტივად რომ ავხსნათ – საქართველოს მოქალაქეები დაემშვიდობებიან VISA–ს და MASTERCARD–ს. ასევე საბანკო ტრანსფერებს, მობაილ ბანკინგს და ა.შ

საქართველოში სისტემური საბანკო პლატფორმების ანომალია გამოიწვევს ეკონომიკის სრულ, ხაზს ვუსვამ სრულ ჩამოშლას. (ქართული ეკონომიკის და ბიზნესის 90%-ზე მეტი საბანკო რესურსზეა მიბმული),“ – წერს აბესაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა