თეგებით ძიება

ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე თანამდებობას ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების გამოცემულ სანქციების ახალ პაკეტში, დასანქცირებულთა სიაში ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეც მოხვდა. მას აშშ ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ფარცხალაძის დასანქცირების ფონზე გამონაკლისი ბრძანება გამოსცა და მას ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.

სების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს წევრები პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი თანამდებობიდან გადადგნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა