„ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს“ - ნინო წილოსანი
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება და წერს.
„ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს.
მისი ახლანდელი მომწონებელი აღარ გვიმტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია, როგორც მას წინასაარჩევნოდ უწოდებდნენ?!
უღერძო ოპოზიცია და ღამურად ქცეული პრეზიდენტი“, - წერს წილოსანი.