თეგებით ძიება

„შინაურ ცხოველს რომ თავიდან იშორებთ და სადღაც, უკაცრიელ ადგილას ტოვებთ, იმ ხალხმა მინდა, ერთი თხოვნა შემისრულოთ“ - რას წერს მარი ჯაფარიძე?

შინაურ ცხოველს (ძაღლს, კატას) რომ თავიდან იშორებთ და სადღაც, უკაცრიელ ადგილას ტოვებთ, იმ ხალხმა მინდა, ერთი თხოვნა შემისრულოთ - ამის შესახენ ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

მანქანიდან სანამ გადასვამთ, თვალებში ჩახედეთ და დაემშვიდობეთ, უთხარით, რომ ბოდიშს უხდით ღალატისთვის, უთხარით, რომ იძულებული ხართ, სასიკვდილოდ გაწიროთ და ასეთ ადგილზე ტოვებთ იმიტომ, რომ აღარასოდეს მიაკითხოთ და ვერც თავად მოგაგნოთ...

ჰო, ჩახედეთ თვალებში, დაელაპარაკეთ და მერე მოუხურეთ მანქანის კარი, გარეთ დარჩენილს, მერე დაიძარით დიდი სიჩქარით და აადინეთ ბდღვირი მიწას, რომ როცა გამოგეკიდებათ, ვერ დაგეწიოთ თქვენგან სასიკვდილოდ გამეტებული, ერთგული არსება და ამის შემდეგ გაცვლით როლებს - ის გახდება ადამიანი და თქვენ - შინაური ცხოველი - წერს მარი ჯაფარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა