ნიდერლანდებში ქართველმა ქართველი მოკლა - დამნაშავეს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს
ნიდერლანდების პოლიცია 28 წლის თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელმაც საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
ქვეყნის სამართალდამცავი უწყების ცნობით, შემთხვევა სამშაბათს, 19 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ცნობილია, რომ 32 წლის ქართველი კაცი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"ამჟამად თორნიკე მანველიძის ადგილსამყოფელი უცნობია. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ მის ფოტოს", - წერს პოლიცია.
უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მისი დანახვის შემთხვევაში, მას არ მიუახლოვდნენ და დაუყოვნებლივ პოლიციას მიმართონ.