პენსიის საკითხს მოვაგვარებ და საქართველოში ჩამოვალ - რას ამბობს ცუცა კაპანაძე?
ცუცა კაპანაძე რამდენიმე წელიწადში საქართველოში დაბრუნებას აპირებს ემიგრაციიდან. ის აშშ-ში წლებია ცხოვრობს.
„დათქმულ დროში პენსიის საკითხს მოვაგვარებ და ჩამოვალ. მადლობელი ვარ ამერიკის, რომ მიიღო ემიგრანტები საქართველოდან, მათ შორის, მეც და მომცა საშუალება, ლეგალურად მეცხოვრა ქვეყანაში. ამ სიკეთეს არასდროს დავივიწყებ, მაგრამ ვფიქრობ, როგორი ლამაზი, როგორი კარგიც უნდა იყოს დედინაცვალი, ჩემი გაჭირვებული, ხანდაზმული დედა მირჩევნია. ასე ფიქრობს იმ მყოფ ემიგრანტთა უმრავლესობა…“