თეგებით ძიება

მე არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას, საბჭოს წევრებმა ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას – ნათია თურნავა

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ზეწოლას არ ექვემდებარება.

„კლასიკური პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია რაც ახლა ეროვნული ბანკის საბჭოს ირგვლივ ვითარდება. ჩემზე ეს არ მოქმედებს, მე ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას. რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ისევ ვამბობ, რომ ყველას აქვს სხვადასხვა დოზის ამტანობა ამ ზეწოლის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზირებული გადაწყვეტილება, ჩემდა სამწუხაროდ, ეს უნდა ვთქვა, მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, გუშინ სებ-ის ხელმძღვანელის, ნათია თურნავას ხმაურიანი გადაწყვეტილების გამო, ეროვნულ ბანკში თანამდებობები დატოვეს ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ (ვიცე-პრეზიდენტების) და გიორგი ბაქრაძემ (პრეზიდენტის მრჩევლის).


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა