წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, ხვალ, 22 სექტემბერს, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ.
კომპანია ამბობს, რომ გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 22 სექტემბერს დილის 11:00 საათიდან 23 სექტემბრის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში:
წერეთლის გამზირს, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, გოგოლაურის, ვანის, კედიას, კერესელიძის, გვეტაძის, ფიფიების, ევდოშვილის, ყიფიანის, ფოთის, გორის, ბათუმის, ბაგრატიონის, ქუთაისის, მეტრეველის, ქურდიანის, ცაბაძის, კოსმონავტების, სანაპიროს, აგლაძის, დგებუაძის, ხოშარაულის, გუდაუთის, გაფრინდაულის, იშხნელების, მაიაკოვსკის, ერისთავის, ზუგდიდის, სოხუმის, იამანიძის და მექანიზაციის ქუჩებს. თევდორე მღვდელის ქუჩა N13-57 და N16-48, რობაქიძის ქუჩა N7, მარშალ გელოვანის ქუჩა N35,52
სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.