თეგებით ძიება

“ბავშვი ტირილით ეუბნება ფარმაცევტს, კბილი მტკივა და ფული არ მაქვსო” - რა მოხდა ქუთაისში?

სოციალური ქსელის მომხმარებელი ქრისტინა გველესიანი ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე, მომხდარ შემთხვევაზე წერს.

"ბუკიას ქუჩაზე, 24-ე სკოლის მიმდებარედ ატირებული ბავშვი დავინახე, რომელიც ტირილ-ტირილით მოდიოდა. მეც მყავს პატარა, უცებ ჩემი შვილი წარმოვიდგინე, ასე შუა ქუჩაში მირბოდეს, ტიროდეს, რაღაცა უჭირდეს და ვერავინ ეხმარებოდესთქო. შვილო, რა გჭირსთქო ვკითხე, მაგრამ არ მიპასუხა გზა გააგრძელა და აფთიაქში შევიდა. შევყევი, მართლა დამაინტერესა რა ჭირდა ბავშვს. სადღან 6-7 წლის ბავშვი იქნებოდა აფთიაქის ფარმაცევტს ეუბნება კბილი მტკივა , წამალი მინდა, მაგრამ ფული არ მაქვსო. რა დამემართა ვერ აგიღწერთ, კიდევ უფრო ატირებული სკოლის მოსწვალე, რომ დავინახე, მაგრამ ისეთი კმაყოფილი დავრჩი ფარმაცევტებით, დაესია ყველა, უნდოდათ ბავშვს დახმარებოდნენ. მენეჯერმა წამალი გამოუტანა, ჩაეხუტა, მოეფერა, ყურადღება სხვა რაიმეზე გადაატანია და ისე დაამშვიდა, რომ მესიამოვნა. გოგოებს ეუბნებოდა ჩემი შვილის ტოლიაო. ყოჩაღ, ბუკიას ქუჩაზე არსებულ პსპ-ს მენეჯერს, ჩემი შვილი წარმოვიდგინე ამ ბავშვის ადგილზე და გამიხარდა, რამე ქუჩაში რომ გაუჭირდეს და შველა ითხოვოს დაეხმარებიან“, – აღნიშნულია პოსტში.

წყარო - mix.metronome.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა