თეგებით ძიება

ოთარ ფარცხალაძემ შვილს ეკლესიასთან ერთად კელიებიც აჩუქა

ამერიკის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ, გუშინ, 20 სექტემბერს, შვილს სხვა ქონებებთან ერთად, ეკლესია თავისი კელიებიანად გაუფორმა. 

ცნობილია, რომ აშენებულ ტაძარს ამ დრომდე ოთარ ფარცხალაძე კერძო საკუთრებაში ფლობდა. გუშინ კი ეკლესია და 1030 კვადრატული მიწის ნაკვეთი, რომელიც ტაბახმელაში მდებარეობს, ანდრია ფარცხალაძის სახელზე გადაფორმდა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ირაკლი ნადირაძე ფარცხალაძის მიერ ქონების გადამალვის სხვა ფაქტებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ აგენტობაში მხილებულმა რუს-ქართველმა ოლიგარქმა, შვილს გადაუფორმა კომპანიაც, რომლის დირექტორიც მიხეილ ჩოხელია. 

"თავის შვილს აჩუქა მიწა თავის ეკლესიანად და კელიაებიანად. ეს არის ტაბახმელაში მდებარე კონკრეტული ტერიტორია, სადაც ჩანს რომ ტაძარი უკვე აშენებულია. ჯამში საუბარია მილიონობით ლარის ქონებაზე და ეს არის დაუსაბუთებელი ქონება, რადგან ცალ-ცალი ბოტასით მოსული ფარცხალაძე არ ფლობდა ამხელა ქონებას.

ვხედავთ, რომ გუშინ გადააფოორმა მიწები, ავტოსადგომები, აგარაკები და ასევე ბიზნესი, რომლის დირექტორიც არის მიხეილ ჩოხელი. რომელიც ფარცხალაძესთან ერად ბრალდებული იყო და გირაო ჰქონდა შეფარდებული სახელმწიფო აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე. იმის ნავლად, რომ მთელი ეს ქონება იყოს დაყადაღებული, ეს ადამიანი მშვიდად აგრძელებს ქონებების განკარგვას, მართავს და ანაწილებს მის ნათესავებზე", - უთხრა  ირაკლი ნადირაძემ "ტვ პირველს". 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა