"როგორი კარგი შვილი მოუკლეს დედას..." - ვინ არის ნიდერლანდებში მოკლული ქართველი ბიჭი?
ნიდერლანდების პოლიცია ეძებს 28 წლის თორნიკე მანველიძეს, რომელმაც საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი ქართველი, 32 წლის შოთიკო საკანდელიაა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო.
„თითქოს ბავშვობის ფერად ფურცლებს ფერი გაუხუნდა დღეს... მომავლის ბიჭი“,- წერს სოციალურ ქსელში საკანდელიას ბავშვობის მეგობარი.
„როგორი კარგი შვილი მოუკლეს დედას... გამძლეობა ოჯახს“... „ღმერთო, ჩვენი ბავშვობის წლები
ეს რამხელა ტრაგედიაა! დავმუნჯდი“, - წერს ახლობელი.
შემთხვევა სამშაბათს, 19 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.
წყარო - "პრაიმ ტაიმი"