თეგებით ძიება

გიორგი ნაზღაიძემ შეყვარებული გამოაჩინა - ვინ არის მისი რჩეული? (ფოტო)

ცნობილი ტელესახე, გიორგი ნაზღაიძე შეყვარებულია.

ტელეწამყვანი მისი რჩეულის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა მან „პრაიმ ტაიმს“ მისი სიყვარულის ფოტოები გაუზიარა.

"თუ ვინ მიყვარს გამოჩნდება მაშინ, როდესაც ის გადაწყვეტს. ეს ის ჭეშმარიტი სიყვარულია, რომელსაც 38 წლის განმავლობაში ვეძებდი. აქამდე რომ მეგონა, შეყვარებული ვიყავი, სულაც არა აი, ეს გრძნობა ყოფილა ცხოვრების მთავარი აზრი.

ერთი წელია ჩვენ ერთად ვართ, თუმცა ეს პერიოდი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ერთმანეთის სიყვარულში დავრწმუნებულიყავით.

მალე ეს სიყვარული სულ სხვა ფაზაში გადავა, ამასაც ცოტა ხანში გაიგებთ.

ექსკლუზიურად ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი რჩეული შოუბიზნესის სფეროდან არ არის, თუმცა ამ წრეში ტრიალებს, მას თავისი ბიზნესი აქვს.

ჯერ მხოლოდ ეს ფოტოები იკმარეთ“, - განაცხადა გიორგი ნაზღაიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა