თეგებით ძიება

პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრები მაინც დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ცოტა ხნის წინ კენჭი უარა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად წარდგენილ კანდიდატებს. 

პარლამენტმა ორივე წევრი აირჩია: 

ნანა ყეინიშვილი - 84 მომხრე; 0 წინააღმდეგი.

თეიმურაზ ხომერიკი - 82 მომხრე; 0 წინააღმდეგი.

მანამდე აფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მანამ, სანამ ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება არ გაირკვევა. 

სხდომებს წარდგენილი კანდიდატები არ ესწრებოდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა