თეგებით ძიება

მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, მარადის ქალწულის, მარიამის შობას აღნიშნავს - სად არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის რეალური ადგილი?

21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, მარადის ქალწულის, მარიამის შობას აღნიშნავს.

ისტორია ღვთისმშობლის შობის შესახებ

ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა.

ეს ფოტო ეკუთვნის საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის" მცველებს.

მარიამის მშობლები იყვნენ მართალი იოაკიმე და მართალი ანა. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, შვილს მომადლებდა მათ.

იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ.

ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა. უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. მართლაც მართალ მშობლებს შეეძინათ შვილი, რომელსაც მარიამი უწოდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა