თეგებით ძიება

ჩხუბი პარლამენტში - ერთმანეთს მდინარაძე და სამნიძე დაუპირისპირდნენ

საქართველოს პარლამენტში კვლავ ხმაური და დაძაბულობაა - დღევანდელ სხდომაზე, როგორც კი ოპოზიციონერი დეპუტატები სებ-ისა და ოთარ ფარცხალაძის საკითხს ახსენებდნენ, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონებს უთიშავდა.

სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება სხდომათა დარბაზში და საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩხუბი ხათუნა სამნიძესა და მამუკა მდინარაძეს შორის თითქმის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამის შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატები მანდატურის სამსახურმა დარბაზიდან გააძევა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა