თეგებით ძიება

მთავრობა სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების 20%-ს გადაიხდის - „კავკასიის უნივერსიტეტი“

„კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტის, კახა შენგელიას ინფორმაციით, სახელმწიფო, უნივერსიტეტებს სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენის სანაცვლოდ, სრული დავალიანების 20%-ს დაფარავს. ამის შესახებ შენგელიამ BM.GE-სთან განაცხადა.

მანამდე სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების დაფარვის საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაიბარეს და დავალიანების დაფარვა სწორედ მათ მოსთხოვეს.

„სტუდენტების დავალიანება განულდება, მათ აღუდგებათ სტუდენტის სტატუსი, ოღონდ მიმდინარე სემესტრის გადასახადის დაფარვა წინსწრებით მოუწევთ“, - განმარტავს კახა შენგელია.

ის, რომ დაახლოებით 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება გაუნულდება და სურვილის შემთხვევაში ისინი უნივერსიტეტებში სწავლას გააგრძელებენ, ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე დააანონსა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანებაზე.

სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხზე განათლების სამინისტროში დღეს 14:00 საათზე სპეციალური ბრიფინგი ჩაინიშნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა