ვგმობთ ჟურნალისტებზე ძალადობას, თუმცა მიუღებელია, ძალადობა ჟურნალისტების მხრიდანაც - კახა კალაძე
ვგმობთ ჟურნალისტებზე ძალადობას, თუმცა მიუღებელია, ძალადობა ჟურნალისტების მხრიდანაც - ასე უპასუხებს კახა კალაძე "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე მომხარ თავდასხმას.
"ზოგადად ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. არ მივესალმები ძალადობის ფაქტებს. მე აღნიშნულ თემას არ ვიცნობ, არ ვიცი ეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე იყო თუ კერძო საკუთრებაში შეჭრა მოხდა ჟურნალისტების მხრიდან. ძალადობა არ არის მიღებული ვისი მხრიდანაც არ უნდა იყო, რა თქმა უნდა ჟურნალისტების მხრიდანაც არ არის მიღებული ძალადობა და ხშირად ვხდებით ამის მომსწრენი, რაც ძალიან ცუდია", - ამბობს კახა კალაძე.