თეგებით ძიება

იკვეთება ინტერესი, რომ განხორციელებულიყო ეროვნული ბანკის საბოტაჟი, რაშიც პირდაპირ იყო ჩართული პრეზიდენტი - ირაკლი კობახიძე

საბოტაჟის ინტერესი იყო. ნოემბრის ბოლოსთვის რჩებოდა ეროვნული ბანკის საბჭოში მხოლოდ სამი, ან 4 წევრი. პირდაპირ იკვეთება ინტერესი, რომ განხორციელებულიყო ამ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟი, რაშიც სამწუხაროდ, პირდაპირ იყო ჩართული სალომე ზურაბიშვილი იმ ალიანსიდან გამომდინარე, რაც აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეროვნულ ბანკს შეუძლია ძალიან ბერი რამის გაკეთებაც და გაფუჭებაც იგივე ლარის კურსთან დაკავშირებით. გახსოვთ რა ხდებოდა, როდესაც გიორგი ქადაგიძე იყო პრეზიდენტი. პირდაპირ საბოტაჟი წარმოებდა ბანკში. იყო სერიოზული რისკები ამ ადამიანებთან დაკავშირებით, თუ რომელიმე შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. დღეს უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოფილია ის, რომ ეს ორგანო იფუნქციონირებს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა