თეგებით ძიება

ნათია თურნავას მიმართ პრეზიდენტის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე - კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათია თურნავაზე „პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობს“.

კალაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები „ძალიან მძიმე და ცუდია“.

„ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელ სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას უნდა იცავდეს და ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმე და ცუდია“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა