ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გაიტაცეს და სცემეს - ლექტორი გარდაიცვალა
სასტიკი ანგარიშსწორება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორზე - 65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელიც რამდენიმე პირმა გაიტაცა და გარდაბნის ტყეში აწამა, გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა. ოთარ გელაშვილს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მწყემსმა იპოვა, რის შემდეგაც ის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ფაქტზე დაკავებულია 1 პირი.