პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი მესამე მოსმენით მიიღო. თავდაცვის კოდექსს მხარი 80 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
ოპოზიციის უმრავლესობა კენჭისყრაში არ მონაწილეობდა, მათ შორის არ ესწრებოდა „გირჩი“, რომელიც შესატან ცვლილებებს განსაკუთრებით აკრიტიკებდა.