თეგებით ძიება

აზერბაიჯანი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს „სეპარატიზმის ხელშეწყობასა და სომხეთში რევანშისტული ძალების მხარდაჭერაში“ ადანაშაულებს

„საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლის კატრინ კოლონას უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს რეგიონში არსებული რეალობის დამახინჯებას“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აზერბაიჯანის ხელისუფლება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სეპარატიზმის ხელშეწყობასა და სომხეთში რევანშისტული ძალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს წინა სხდომებზე საფრანგეთის მიერ აზერბაიჯანის იზოლაციის მცდელობის მარცხის მიუხედავად, ამ ქვეყნის შემდეგი მცდელობა, გამოიყენოს უშიშროების საბჭო რეგიონის შეზღუდული გაგების პოლიტიკისთვის, არა მხოლოდ საშიშია, ასევე არ ემსახურება რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებას.

„აზერბაიჯანს არასოდეს ამოუღია მიზანში მშვიდობიანი სომეხი მოსახლეობა. ის მოწოდებულია, განახორციელოს სომხური წარმოშობის მცხოვრებლების რეინტეგრაციის პროცესი ჩვენს საზოგადოებაში და უზრუნველყოს მათი უფლებები და უსაფრთხოება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის განცხადება სომეხი მცხოვრებლების არარსებულ „მასობრივ დეპორტაციაზე“ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ამ ქვეყანას სურს, შემდგომი ბრალდებები წაუყენოს აზერბაიჯანს“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა