თეგებით ძიება

„მშობელ დედაზე მაგინებელი, ეშმაკეულია!“ – მამა გიორგი ბასილაძე

მამა გიორგი ბასილაძეზე ლეგენდები დადიოდა. მან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც პირჯვრის გადაწერაც კი დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა, იტვირთა პილიგრიმობა და 37-ჯერ ჩავიდა ქუთაისიდან თბილისში ფეხით."სადაც დამიღამდებოდა, იქ წამოვწვებოდი, ბაბუა, არ მეშინოდა არაფრის, არც ფული მქონდა და არც ვალი, დავდიოდი ასე და ვქადაგებდი უფლის სიტყვასო" - ამბობდა.

მისი გამონათქვამები ხალხში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და მოწამეთაში სადაც მამა გიორგი მსახურობდა, მიმსვლელი არასდროს ილეოდა.რას აღარ სთხოვდნენ, გამოჯანმრთელებას, შეწევნას, გასაჭირიდან დახსნას და მათი სულებისათვის ლოცვას...ის ყველას ღირსეულად ხვდებიდა და ისტუმრებდა.

მშობელ დედაზე მაგინებელი, ეშმაკეულია!

ქართველები ოდითგანვე უგინებელი ერი ვიყავით.ქართველმა არ იცოდა გინება,მით უმეტეს "დედაზე".დღეს კი რა დღეში ვართ?!ვაი-ქართველები მშობელ დედაზე იგინებიან!ეს ჯოჯოხეთია,იცოდეთ!..დედის შეგინებისთვის განსაკუთრებული სისასტიკით დაისჯება ქართველი!ეს იცოდეთ!

ჩვენ ბევრი რამ დავკარგეთ,ბევრ რამეში გადავგვარდით.მაგრამ ამნაირი დაცემა უმკაცრესად მოგვეკითხება.ჩვენ არ გვახსოვს ,ვინაა ჩვენი 

დ ი დ ი    დ ე დ ა  და 

დ ი დ ი    მ ა მ ა!..

ამის დავიწყებას,უარყოფას გვაიძულებენ,მაგრამ ძალით ვერ შეძლეს მტრებმა,ახლა კი ნებაყოფლობით ვიგინებით და საშინელ ცოდვას ვიწევთ როგორც საკუთარ თავზე,ისე მთლიანად ერზე!

მშობელ დედაზე მაგინებელი ეშმაკეულია!ამ საზიზღარი გინებით ბევრმა არ იცის,რომ ბოროტ ძალას იხმობს,ბევრმა სულგაყიდულმა კი,რა თქმა უნდა,იცის!ვინც ბოროტს ატარებს,აუცილებლად დაისჯება!

ეს უნდა ამოიძირკვოს საქართველოში! დედის მაგინებელი არხეინად კი არ უნდა დადიოდეს,არამედ მიწა უნდა  - ეწვოდეს ფეხქვეშ!რადგან ასეთები ერს ბილწავენ და საშინელ ცოდვას ადებენ! - ამბობდა მამა გიორგი ბასილაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა