თეგებით ძიება

„ძაან ეროვნულს რომ აწვებით შენ და მამაშენი, როგორ და რა გზებით ხვდება თქვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე?“ - ზურაბ ქადაგიძე სოფო ჭყონიას მიმართავს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე კრემლის კრიტიკით ცნობილი რუსული ტელეკომპანია „დოჟდის“ წამყვანის ეკატერინე კოტრიკაძის ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს სოფო ჭყონიას მიმართავს: 

„ქალბატონო სოფია!

ძაან ეროვნულს,რომ აწვებით შენ და მამაშენი, იქნებ ნება იბოძოთ და გასცეთ საზოგადოებას პასუხი, როგორ და რა გზებით ხვდება თქვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე?

თუ დაინტერესდებით, აუცილებლად გაარკვევთ დარწმუნებული ვარ.

ოღონდ, ვიღაცას ჯიბით გადააქვს და დისტრიბუციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს ეგეთი ბანძი ნარატივი, ნაც-მოძრაობის აქტივს შეასაღეთ…

თუმცა, ფულს სუნი არ უდისო-დიდ ვანოს უთქვამს და რა მნიშვნელობა აქვს შემოსავალი საიდან გექნებათ არა?

მთავარია, გამომეტყველება გქონდეთ ძაან პრინციპული, ბრტყელი ფრაზები ისროლოთ შენ და მამაშენმა.

არა და რუსული ბაზარი ისეთი მაცდური რამეა ერთი ოკუპაციის დედაც,არა?

ფული ბაბაია, ბევრი ფული…

P.S

აი ქალბატონი კოტრიკაძე(ფოტოს აღშფოთებული ავტორი) ან საერთოდ ვერ ერკვევა საკითხში,რადგან მთავრობა რა შუაშია კოკა-კოლას ექსპორტთან ან კიდევ, სერიოზულად გარკვეულია და მამა-შვილი ჭყონიების მოსაქმებულს ამისამართებს სხვაგან…“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა