„ვერავინ გაიგო რამდენი წიგნის შესავალი აქვს წაკითხული ან სურათები მაინც დათვალიერებული“ - შალვა ნათელაშვილი ნანა ყეინიშვილზე
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ახლადარჩეული წევრის, ნანა ყეინიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ეს ხილ--ბოსტან--ვაჭრობის სპეციალისტი ქალბატონი ნანა ყეინაშვილი ლამის ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების დედალ მათუსალად გადაიქცა.წითელი ჯვრის პრეზიდენტობიდან, ქოც--პარლამენტ--დეპუტატობამდე და ახლა უკვე ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ლიდერობამდე ისე მივიდა ვერავინ გაიგო რამდენი წიგნის შესავალი აქვს წაკითხული ან სურათები მაინც დათვალიერებული.ეს კიდევ არაფერი მისი მეუღლე და მაზლი ქარქუზოვები რუსეთი უშიშროების ოფიციალურად მხილებული აგენტები არიან და ეს საყოველთაოდ ცნობილია.თუმცა ქვეყნის მმართველია პუტინის პირადი კომენდანტი და ამათი რაღაა საკვირველი“ - წერს ნათელაშვილი.