თეგებით ძიება

აეროპორტის თანამშრომელმა მგზავრს 300 დოლარი მოპარა და გადაყლაპა

ფილიპინების აეროპორტის თანამშრომელმა მგზავრს 300 დოლარი მოპარა და გადაყლაპა. ამის შესახებ PhilStar Global წერს.

ინციდენტი 8 სექტემბერს ფილიპინების დედაქალაქ მანილას საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. ჩინელმა მამაკაცმა, გაფრენამდე შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც შენიშნა, რომ საფულე გახსნილი იყო და თანხა აკლდა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში გამოჩნდა, რომ მამაკაცს ფული აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა ქალმა მოპარა, რომელიც ბარგსა და მგზავრებს ამოწმებდა.

ქალმა ფული ჩანთის გასინჯვის დროს მოიპარა, შემდეგ კი სამი გადაკეცილი კუპიურა პირში ჩაიდო. ფულის გადაყლაპვის დროს ქალს ხველა აუტყდა. მან კოლეგის მიწოდებული წყალი  და წყალთან ერთად, ფულის ბანკნოტები გადაყლაპა. 

მომხდარს ფილიპინებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფილიპინების ტრანსპორტის დეპარტამენტმა გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც დანაშაულში მონაწილე პირების მკაცრად დასჯა მოითხოვა. ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაიმე ბაუტისტამ განაცხადა, რომ აეროპორტი არაკეთილსინდისიერი თანამშრომლებისგან გაიწმინდება. აწეოპორტის ქურდი თანამშრომელი და მისი უფროსი უკვე დათხოვილია სამსახურიდან, დანაშაულთან დაკავშირებით კი გამოძიება დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა