თეგებით ძიება

"მადლობას გიხდი იმ ბედნიერებისთვის, რაც მაჩუქე, ყოველთვის მეყვარები" - დიანა ღურწკაია გარდაცვლილ მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნის

მომღერალი დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ გამოჩენასა და პრესასთან კონტაქტზე უარს აცხადებს.

გუშინ ინსტაგრამ გვერდზე გარდაცვლილ მეუღლეს ემოციური პოსტი მიუძღვნა.

"18 წლის წინ, ჩვენ ღმერთის წინაშე ვუთხარით ერთმანეთს დიახ და ეს სიტყვა აგრძელებს ჟღერადობას. უძლებს დროს, ტკივილს, დუმილს. უკვე ოთხი თვე გავიდა აღარ ხარ და ძნელია ამის მიღება. ძნელია ცხოვრება. არასდროს მივიღებ და დავიჯერებ, რომ სამზარეულოში შეკრებები აღარ იქნება. არც მოულოდნელი თაიგული. ყოველდღე მადლობას გიხდი იმ ბედნიერებისთვის, რაც მაჩუქე. ყოველთვის მეყვარები და ზუსტად ვიცი, რომ სადღაც ღრმად, ამ სიჩუმეში ისევ ისმის შენი ხმა“, - წერს ღურწკა­ია.

ცნობისთვის, პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს კი გარდაიცვალა. კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა