თეგებით ძიება

უკრაინა შეერთებულ შტატებთან ერთად თანამედროვე იარაღის წარმოებას დაიწყებს - ზელენსკი

უკრაინა, აშშ-სთან ერთად, აწარმოებს თანამედროვე იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

„გრძელვადიანი შეთანხმება - ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე. თავდაცვის ინდუსტრიაში ერთობლივი წარმოება შეერთებულ შტატებთან ისტორიული რამ არის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, თანამშრომლობას დადებითი შედეგი ექნება და უზრუნველყოფს უკრაინას ახალი ინდუსტრიული ბაზით.

„ჩვენ ვემზადებით შეერთებულ შტატებთან ერთად იარაღის წარმოებისთვის ახალი თავდაცვის ეკოსისტემის შესაქმნელად, რათა ერთად კიდევ უფრო გავაძლიეროთ თავისუფლება და სიცოცხლის დაცვა. ამას ექნება გლობალური დადებითი შედეგები“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა