"რომ დაურეკა და დაემუქრა იმ წამიდან მისი ციხეში ჩაგდება, რომ იყოს შესაძლებელი ხომ გადარჩებოდნენ?" - ნანუკა გულუა ყოფილი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის მიზეზებს ამ დრომდე სამართალდამცველები ადგენენ. მოქმედმა პოლიციელმა, 55 წლის გურამ ქადეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მსახიობი, ნანუკა გულუა ეხმაურება.
"გული გამისკდება !!! ეს მხეცები როდემდე დახოცავენ ქალებს... როდემდე... რომ დაურეკა და დაემუქრა იმ წამიდან მისი ციხეში ჩაგდება რომ იყოს შესაძლებელი ხომ გადარჩებოდნენ?...", - წერს მსახიობი.