თეგებით ძიება

„დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“- რას ამბობენ აქციის მონაწილეები?

დააკავეთ რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე!“ - ამ მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით „გომელაური რუსული ოცნება FSB-ს ჯაშუში”, სსკ-ის მუხლი 314 ჯაშუშობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე”.

გარდა ამისა, აქტივისტებს ჩართული აქვთ ხმოვანი მოწოდება - „რუსეთის აგენტებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საერთაშორისო სანქციები”.

პარლამენტთან გაშლილია სტენტი, სადაც გაკრულია სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილი, მოსამართლეების - ირაკლი შენგელიას და ლევან მურუსიძის ფოტოები, მათ შორის, გაკრულია ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და ბოტასების ფოტო.

პარლამენტის უკანა მხრიდან შესასვლელი პოლიციას აქვს გადაკეტილი. სამართალდამცველები მთლიან პერიმეტრზე არიან განლაგებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა