თეგებით ძიება

დამნაშავე ქალებს აიძულებდა 500 მანეთის სანაცვლოდ, ბავშვები გაეჩინათ - საზარელი დანაშაულის ახალი დეტალები

სასწრაფოდ, იძებნება ვალერი ამონაშვილი და მისი ოჯახი!!!...,- ამის შესახებ ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელიც ფეისბუქ-ჯგუფში „ვეძებ“ გავრცელდა.

ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კაცი ბრალდებულია დანაშაულში, რომელიც უმწეო ქალებისგან შვილების გაჩენას და ჩვილების მოპარვას ეხება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სასწრაფოდ, იძებნება ვალერი ამონაშვილი და მისი ოჯახი!!!... ადამიანი, რომელიც აძალებდა უპატრონო უმწეო ქალებს გაეჩინა შვილები და გაეყიდა ან მოეპარა მათთვის. თუ ბავშვში იყო გადახდილი 10 000 მანეთი, ქალებს მხოლოდ 500 მანეთს აძლევდა.

ასევე ბევრი ფაქტია, როდესაც ქალებს ჰპარავდა ბავშვებს. არის ფაქტი, რომ მკვდარი ბავშვიაო და გაუხსნიათ სასაფლაოზე და თოჯინები ყოფილა შიგნით. ის 500 მანეთიც რომ არ უნდოდა მიეცა ადამიანს, ვისაც პურის ფული არ ჰქონდა...

როგორ შემცდარა ეს კაცი, რომ ის ერთადერთი ბავშვი, ვინც გააშვილა თუ მოპარა მე ვარ... და როგორ არ გაუმართლა...

მოძალადე დაისჯება. ვინც უბედურ ქალებზე ასევე ძალას ხმარობდა, მიჰყავდა კაცები - დაეორსულბინა ეს ქალები,  რომ ბევრი ბავშვი გაჩენილიყო.

როგორ მეცოდები უკვე სად გაჰყავი თავი !!!.... გააზიაროთ ქალბატონებო რომ მოძალადე უნდა დაისაჯოს პასუხი უნდა აგოს და თან შეიძლება, ბევრი ისტორია გამხილდეს თუ მას მივაგენით“,-წერს გიორგი ნადირაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა