თეგებით ძიება

ვინც არ უნდა წარმოედგინა პრეზიდენტს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ, ყველას ავირჩევდით - მდინარაძე სებ-ის საბჭოზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის საბჭო და ფინანსური სისტემა გადარჩა იმით, რომ გუშინ უმრავლესობამ საბჭოს ორი წევრი აირჩია. ვინც არ უნდა წარედგინა საბჭოს წევრობის კანდიდატად პრეზიდენტს, ყველას აირჩევდნენ.

"ინსტიტუტი გადარჩა. ეროვნული ბანკი და ფინანსური სისტემა გადარჩა, ჩვენ მოგვიწია იმის აღიარებაც და გულწრფელად გეუბნებით, ვინც არ უნდა წარმოედგინა ქალბატონ სალომეს, ოღონდ საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ ის ადამიანები და ყველას ავირჩევდით. იმიტომ, რომ ფიზიკურ გადარჩენაზე იყო უკვე საუბარი, ასეთი მდგომარეობა დააყენეს და შეხედეთ, რომ სამი თანამდებობის პირი, რომელზეც ის იყო დამოკიდებული, სამივე ერთ დღეს გაწიეს გვერდზე", - თქვა მდინარაძემ.

21 სექტემებრს, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მანამ, სანამ ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება არ გაირკვევა. 

უმრავლესობამ განმარტა, რომ კანონი არ ითვალისწინებს წარდგენილი კანდიდატების უკან გაწვევას. პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრები მაინც დაამტკიცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა