„მასაც გავუმწარე ცხოვრება და მეც გავიმწარე...“ - ნანიკო ხაზარაძე მამაზე (ვიდეო)
მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნანიკო ხაზარაძემ „დილის ტალღასთან“ მამის მდგომარეობისა და ალცჰაიმერის დაავადების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მისთვის ძალიან მძიმე და მტკივნეული იყო მამის მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანა.
„ეს არის უცნაური დაავადება და არ გინდა, რომ დაიჯერო. საუბარია ჩემს ოჯახის წევრზე. უყურებ, შენი საყვარელი მამა ნელ-ნელა სხვა ადამიანი ხდება. პირველი, რაც მოდის შენგან, არის აგრესია. არ გინდა დაიჯერო, რომ რაღაც ხდება. სულ ცდილობ, დააჯერო, გაუმეორო, ახლიდან, როგორც ბავშვს გაკვეთილს ასწავლი. მერე ხვდები, რომ სულ ტყუილად ჩხუბობ...
იმ წუთისთვის, როცა ეს დაიწყო, არაფერი ვიცოდი. მისი ელემენტარული გულმავიწყობა ჩემთვის იყო ნორმალური, ერთ დღეს მივხვდი, რომ მორჩა. როცა მამას დიაგნოზმა დაიწყო გამწვავება, მას ვეჩხუბებოდი და ვუმტკიცებდი, რომ ეს ასე არ იყო… ნელ-ნელა ვისწავლე, რომ სწორი კომუნიკაცია შესაძლებელია… რადგან არ ვიცოდი, მასაც გავუმწარე ცხოვრება და მეც გავიმწარე…“ - ამბობს ნანიკო.