“საშინელება ხდება აქ, დაგვეხმაროს ვინმე...“ - რა ფოტოები ვრცელდება ქუთაისიდან?
ქუთაისში, 36-ე სკოლასთან მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, სკოლის მიმდებარედ არსებული ნაგავ შემკრები კონტეინერები მუდმივად გადავსებულია, ნარჩენები კი ტერიტორიაზეა მიმოფანტული.
“საშინელება ხდება აქ, სუნს კიდევ გაუძლებ ადამიანი, მაგრამ მღრღნელების და მიუსაფარი ცხოველების ატანა უკვე შეუძლებელია. დაგვეხმაროს ვინმე, ჩვენც ქუთაისს ვეკუთვნით”, – აცხადებენ ადგილობრივები.
წყარო: „ინფო იმერეთი“