თეგებით ძიება

ოთარ ფარცხალაძე უწყებაში იყო დაბარებული - რას ამბობს სუს-ი?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე უწყებაში იყო დაბარებული და ის სუს-ში იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. ამ დროისთვის სხვა დეტალები არ კონკრეტდება.

შეგახსენებთ, აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, სუს-მა საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა