პარლამენტის ყველა შესასვლელთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიციაა მობილიზებული
საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია განახლდა. ისინი ამ დროისთვის პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებიან და სკანდირებენ „წადი“, „რუსებო”.
მათი თქმით, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც რუსეთთან ჯაშუშობისთვის აშშ-მ დაასანქცირა, უნდა დააკავონ.
ამასთან, აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერები, წარწერებით: „გომელაური რუსული ოცნება FSB-ს ჯაშუში“, „სსკ-ის მუხლი 314, ჯაშუშობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 12 წლამდე“.
ცოტა ხანში, პარლამენტში, „მინისტრის საათის ფორმატში“ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლა დაიწყება. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ დისკომფორტს შეუქმნიან ყველა იმ ადამიანს, ვინც რუსეთს ემსახურება.
შენობის ყველა შესავლელთან სამართალდამცველები იმყოფებიან.