თეგებით ძიება

წლინახევრის ფილიპეს, რომეიც სიცოცხლისთვის იბრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ფილიპე ღუბიანურს, რომელიც 1.6 წლის ტყუპის ცალია, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ბავშვი რვა თვის წინ სეფსისის დიაგნოზით მოხვდა ქ.თბილისის ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში, სადაც განუვითარდა სეპტიკური შოკი და ჩავარდა კომაში.

ოჯახის წევრების თქმით, ერთი თვის შემდეგ დაემართა ორმხრივი პნევმოთორაქსი, რის შედეგად დაუზიანდა ფილტვები, ამის გამო ფილიპე მეორედ ჩავარდა სამბალიან კომაში.

საქართველოში ვერ მოხერხდა შესაბამის მკურნალობის ჩატარება, მეორედ კომაში ჩავარდნიდან 5 თვის შემდეგ საჭირო გახდა სტამბოლში, ქოჩის საუნივერსიტეტო კლინიკაში მისი გადაყვანა, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია, რის შედეგად მარცხენა დაზიანებული თირკმელი ამოუღეს, რომელიც იყო ინფექციის (სეფსისის) წყარო.

6 თვის თავზე ბავშვმა დაიწყო კომიდან გამოსვლა, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში დამხმარე ვენტილაციაზე იმყოფება. ფილიპე ახელს თვალებს ამოძრავებს ფეხებს, ესმის მშობლების, ტირის და გამოსცემს ხმებს.

ოჯახს ყველა ფინანსური რესურსი ამოეწურა, რეანიმაციის ყოველდღიური გადასახადი დიდ თანხებთანა დაკავშირებული , კლინიკის დავალიანებისა და მკურნალობის გასაგრძელებლად კი 100 000 დოლარია საჭირო.

ექიმების შეფასებით, ფილიპეს აპარატიდან მოხსნას და გამოჯანმრთელებას რამდენიმე თვე დასჭირდება, შესაბამისი მკურნალობით და რეაბილიტაციით.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხოთ :

მაია ღუბიანური პნ/ 08001002020.

ლიბერთი ბანკი: #GE29LB0711105166899140

საქართველოს ბანკი: #GE44BG0000000553273953

თიბისი ბანკი: #GE85TB7657545068100045


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა