თეგებით ძიება

დედა რუსეთს მადლობის ნიშნად უნდა დავუჩუქოთ იმისთვის, რომ სომეხი ერი თავის დროზე გადაარჩინა - მარგარიტა სიმონიანი

ჩემს გარშემო ყველამ თავიდანვე იცოდა რომ ფაშინიანი იუდა და დამპალია - Russia Today-ს რედაქტორი და კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

"სომეხ ხალხს ფაშინიანი არ აურჩევია. მე სომეხი ვარ, ჩემი ქმარი ტიგრანიც, რუსეთში გაცილებით მეტი სომეხი ცხოვრობს ვიდრე სომხეთში, გარდა ამისა სომხეთის სრულ მოსახლეობასაც არ აურჩევია ფაშინიანი. ჩემს გარშემო ყველამ თავიდანვე იცოდა რომ ფაშინიანი იუდა და დამპალია. დედა რუსეთს მადლობის ნიშნად უნდა დავუჩუქოთ იმისთვის, რომ სომეხი ერი თავის დროზე გადაარჩინა, როდესაც სომხეთი საკუთარი ნებით, მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. დიდი ხნის წინ განადგურდებოდა მთელი ხალხი, რომ არა რუსეთი". – განაცხადა სიმონიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა