თეგებით ძიება

საქართველოს იურისდიქციაში დატოვა დანაშაულზე პასუხისმგებლობის მიზნით - ნიკა გვარამია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა, რასაც „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა, ფორმულირებით: "სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე." 

სამართლებრივ ენაზე რომ ვთარგმნოთ, საქართველოს იურისდიქციაში სრულად დატოვა ნებისიმიერ დანაშაულზე პასუხისმგებლობის მიზნით  ახლა ვერც დასავლეთს ეტყვი, რუსეთში გაიქცა,ჩვენი მოქალაქე არაა და ექსტრადიციას ვერ მოვითხოვო. აქაა და აღარც უნდა გაუშვა არსად - უნდა დააკავო აქ და ახლა“ - წერს გვარამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა