თეგებით ძიება

„ბულინგი, დაშინება და ძალადობა 3-4 წლის ბავშვებზე“ - შოკისმომგვრელი კადრები თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან (ვიდეო)

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი ჭყონია საბავშვო ბაღ „აკუნა მატატაში“ კადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს.

„Hakuna Matata ესე მაინც გამოხვალთ კომუნიკაციაზე❗️❗️❗️ ცოტახნით ლამაზი ფოტოების ატვირთვას შეაჩერებთ

სიხარულით რომ მიდის ბავშვი ბაღში მაგრამ ორ დღეში წუწუნს იწყებს არ მინდაო ფიქრობ ადაპტაციის ამბავია და სტიმულს აძლევ მაინც იარეო, ერთ-ერთ დღეს რომ გეტყვის ხელზე მაგრად მომქაჩა და მიყვირა შემობრუნდიო ეჭვები დაგეწყება მაგრამ მაინც ვერ იფიქრებ ისეთს რამეს, ბავშვმა გააზვიადა ალბათო იტყვი. სხვა დღეს, როცა გეტყვის მიყვირა ცუდი და უზრდელი ბავშვი ხარო ხმამაღლაო და მატირაო უკვე გადამოწმებას გადაწყვეტ და მენეჯერს კამერის გადახვევას თხოვ და ესე შემთხვევით შეიძლება ლაივში მსგავსი ფაქტს წაესწრო !! ბულინგი, დაშინება და ძალადობა “ძიძის” მიერ 3-4 წლის ბავშვებზე. მუშტით დაშინება, ძალით ბავშვის “გადათრევა” !!!!! ეს მხოლოდ ის რასაც პირადად შევესწარი

დირექცია? მენეჯერი ურეკავს ამ ბავშვის მშობელს და ეუბნება ჭყონიას მშობელმა ემოციურად აღიქვა და აზვიადებსო. ხუმრობით ალბათ

❗️არ ვიცი სხვა ჯგუფებში რა ხდება მაგრამ აქ არ არის კარგი ამბავი!

❗️ამოიღეთ ვიდეო ჩანაწერები გახსნიდან დღემდე ეს არ იქნება ერთადერთი ფაქტი!

❗️ზემოთთქმულის მიუხედავად “მესიჯებით” სხვა კონტექსტით გვწერს ერთ-ერთი მენეჯერი. - არ დავსქრინავ ქალბატონო ნუ გეშინიათ თქო. მაგრამ მინიმუმ ზარზე მიპასუხო უნდა.

❗️თავის და რეპუტაციის დაცვა მესმის მაგრამ დაჩაგვრის დამალვა და მჩაგვრელის გამართლება მიუღებელია!!!!!!

❗️ეს და ესეთი “ძიძა” მიუღებელია!

წარმატებები აბა!“ - წერს ჭყონია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა