მანქანის საბურავები დაუჭრა და ფული მოიპარა - რა გააკეთა ქართველმა პოლონეთში?
პოლონური მედია ქურდობის ბრალდებით ქალაქ შჩეცინში საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ წერს. ბრალდების მიხედვით, 41 წლის კაცმა ჩანთა მოიპარა, სადაც 3 ათასი პოლონური ზლოტი იყო.
მედიის ცნობით, ქურდობაში ეჭვმიტანილმა დაზარალებულს ფულთ სავსე ჩანთა მანქანიდან მოჰპარა, იქამდე კი აკვირდებოდა, როგორ დატოვა ამ ადამიანმა ჩანთით ხელში ბანკი, ჩანთა მანქანაში ჩადო და მაღაზიაში გადავიდა. დამნაშავემ სწორედ ამ მომენტით ისარგებლა, დაზარალებულს ჯერ საბურავები დაუჭრა, შემდეგ კი ფული წაიღო.
საქართველოს მოქალაქეს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.