თეგებით ძიება
23. 09. 2023 მსოფლიო

მეწყერმა ავტომაგისტრალის დიდი ნაწილი ჩამოანგრია - სად მოხდა შემთხვევა?

შვედეთის სამხრეთ-დასავლეთში ავტომაგისტრალის დიდი ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Reuters-ის ინფორმაციით შემთხვევა მეწყერმა გამოიწვია. 

გამოცემის ცნობით, შემთხვევა შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქ გეტებორგისა და ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს დამაკავშირებელ გზაზე, შვედეთის დასავლეთ სანაპიროზე, გოტენბურგიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 50 კილომეტრში მოხდა.

სამაშველო სამსახურების ცნობით, დაზიანებულია დაახლოებით ათი მანქანა, ტყიანი ტერიტორია, ბიზნეს ზონა  - ბენზინგასამართი სადგურით და სწრაფი კვების ობიექტი.

რამდენიმე მანქანა, რომელთაგან ერთი სატვირთოა მეწყრის შედეგად გამოწვეულ ნაპრალებში ჩავარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა