ეს ქალბატონი ბრძანდება ივანიშვილის დავალების გამხმოვანებელი და შემსრულებელიც - შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტზე
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის პოზიცია არ არსებობს, რადგან ის არის ბიძინა ივანიშვილის დავალებების გამხმოვანებელი და შემსრულებელი.
"საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს ოლიგარქი ივანიშვილის დავალება, რომლის გამხმოვანებელი და შემსრულებელიც ბრძანდება სწორედ ეს ქალბატონი და ბატონები, მის ხელისუფლებაში მოკალათებულები. არც ფარცხალაძის ეპიზოდია გამონაკლისი. მიიღო სხვა მითითება და იქცევა ასე", - განაცხადა ნათელაშვილმა.