ზესტაფონში 28 წლის ბიჭს ეძებენ
ზესტაფონში 28 წლის ნიკა ცისკაძეს ეძებენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"ბოლოს ნახეს საყავრიაში, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან ფეროსკენ მიმავალი, დაახლოებით 3 საათზე...
ნიკა არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ნაკლებად კონტაქტური და არ იცის სახლამდე მისასვლელი გზა. ოჯახის ინფორმაციით, აცვია მომწვანო-მოცისფრო მოკლესახელოიანი მაისური." წერს ახლობელი.