ხანძარი ახალციხეში, ცეცხლი სამსართულიან შენობაში გაჩნდა
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ხანძარია. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი სამსართულიანი შენობის სახურავში გაჩნდა.
როგორც ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" წერს, აღნიშნულ შენობაში სავაჭრო ობიექტია განთავსებული.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი და პოლიცია.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.