„სუხიშვილები ეს არის ეპოქა და ეს ეპოქა დისციპლინით შეიქმნა“ - გოდერძი შარაშია
"ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან…“ - ვიდეოს, სადაც ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა მოცეკვავეებს ეს სიტყვები უთხრა, უთხრა, სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. უამრავმა ადამიანმა მიიჩნია, რომ ანსამბლის ხელმძღვანელი მოცეკვავეებს უყვირის და შეურაცხყოფას აყენებს...
განსხვავებული პოზიცია აქვს ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას, რომელიც სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„არა, მოცეკვავე მოჩლაჩული უნდა იყოს, დავარდნილი, როცა უნდა მივიდეს რეპეტიციაზე, თუ არ დაეზარა კონცერტზეც.
რატომ უნდა გადაუწყვიტოს ვინმე ნინომ, რომ ფორმაში უნდა იყოს მოცეკვავე, როგორც ტექნიკურად ისე გარეგნულად. რატომ უნდა ჰკითხოს ვინმეს გასუქდება თუ გადმოსუქდება და საერთოდ ნორმალური ცეკვა ხომ არ ვასწავლით ამ სუხიშვილებს?
დარბაზში რომ წამოვიჭიმებით და ერთი ილეთი რომელიმეს შეეშალოს ქვეყანას ავიკლებთ კივილით ვეღარ ცეკვავენ ესენი და აშ.
ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ მანქანაში ღვედი პატრულის და ჯარიმის შიშით გვიკეთია და არა საკუთარი უსაფრთხოებისთვის.
სუხიშვილები ეს არის ეპოქა და ეს ეპოქა დისციპლინით შეიქმნა“ - წერს შარაშია.