თბილისში 2 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა
ტრაგედია თბილისში - 2 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი აივანზე, გისოსებში გაძვრა.
„აივანი დაცული არ იყო და ბავშვი გადავარდა“ - ამბობენ თვითმხილველები.
მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ან პატიმრობით ორიდან ოთხ წლამდე.